• Jun 30 2023 - 23:44
  • 13
  • სწავლის დრო : 1 minute(s)

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჰოჯათ ოლ-ესლამ მოჰამედ მეჰდი იმანიფურმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც დაგმო შვედეთში წმინდა ყურანის შეურაცხყოფა:

შვედეთის სასამართლოს მიერ ბოლოდროინდელმა ქმედებამ, სიტყვის თავისუფლების საბაბით სტოკჰოლმის მთავარი მეჩეთის წინ წმინდა ყურანის დაწვის მიზნით შეკრებაზე ნებართვის დაშვებით, კიდევ ერთხელ ამხილა ამ ევროპული ქვეყნის მთავრობისა და უსაფრთხოების აპარატის აშკარა ანტიისლამიზმი. ამგვარმა თავხედურმა ქმედებამ, რომელიც ყურბან-ბაირამის დღესასწაულს დაემთხვევა, მსოფლიოს მუსლიმების აღშფოთება და წუხილი გამოიწვია.

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაციის ხელმძღვანელი გმობს შვედეთში წმინდა ყურანის შეურაცხყოფას

 

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა, ჰოჯათ ოლ-ესლამ მოჰამედ მეჰდი იმანიფურმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც დაგმო შვედეთში წმინდა ყურანის შეურაცხყოფა:

 

ღმერთის სახელით

შვედეთის სასამართლოს მიერ ბოლოდროინდელმა ქმედებამ, სიტყვის თავისუფლების საბაბით სტოკჰოლმის მთავარი მეჩეთის წინ წმინდა ყურანის დაწვის მიზნით შეკრებაზე ნებართვის დაშვებით,  კიდევ ერთხელ ამხილა ამ ევროპული ქვეყნის მთავრობისა და უსაფრთხოების აპარატის აშკარა ანტიისლამიზმი. ამგვარმა თავხედურმა ქმედებამ, რომელიც ყურბან-ბაირამის დღესასწაულს დაემთხვევა, მსოფლიოს მუსლიმების აღშფოთება და წუხილი გამოიწვია.

საიდუმლო არ არის, რომ ისეთი საკვანძო სიტყვები, როგორიცაა „სიტყვის თავისუფლება“ და „გამოხატვის უფლება“ დასავლეთში, ნაცვლად იმისა, რომ გამოყენებული იქნეს კაცობრიობის, ზნეობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, ამ პრინციპებთან ბრძოლის იარაღად და საბაბად იქცა.

შვედეთის ხელისუფლებამ მუსლიმთა წმინდა წიგნის დაწვა, „სიტყვის თავისუფლების“ გამოხატულებად მოიხსენია, მეორე მხრივ კი ამ შეურაცხმყოფელი და მიუღებელი აქტის წინააღმდეგ პროტესტი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნია!  ეს არის ის მიზანმიმართული და სრულიად გაცნობიერებული შეუსაბამობა, რომლის დამკვიდრებას დასავლეთში ძალაუფლების აშკარა და ფარული დინებები წლების განმავლობაში ცდილობდნენ.

ეჭვგარეშეა, რომ მუსლიმი საზოგადოებისთვის წმინდა ყურანის სიწმინდის დაცვა უპირატესია და ისინი არასოდეს გაჩუმდებიან ისეთ შეურაცხმყოფელ ქმედებებზე, როგორიც შვედეთში ხდება.

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია კატეგორიულად გმობს შვედეთში წმინდა ყურანის შეურაცხყოფას და ითხოვს შვედეთის მთავრობისაგან  პირველ ყოვლისა შეწყდეს წმინდა ყურანის წინააღმდეგ შეკრებები და ბოდიში მოუხადონ მუსლიმებს მთელ მსოფლიოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის.

ცხადია, რომ სისტემური და თავხედურად დაგეგმილი ისლამოფობია და ანტიყურანიზმი შვედეთის გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის შემუშავების სისტემაში, ამ ქვეყანაში „სიძულვილის ენის“ გავრცელების მიზეზი გახდა, რაც  საზიანოა შვედეთის მთავრობისა და უსაფრთხოების სისტემისთვის. არსებული მეთოდის შეცვლა და ისლამური სამყაროსადმი კონსტრუქციული და ინტერაქტიური მიდგომა, მშვიდობის და სამართლიანობის მომტანი იქნება.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

დაწერეთ თქვენი კომენტარი.

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: