• Feb 12 2025 - 22:09
  • 14
  • სწავლის დრო : 1 minute(s)

ირანული კინოს კვირეული თბილისში

11 და 12 თებერვალს თბილისში, კინოს სახლში ირანული კინოს კვირეული გაიმართა. ორი დღის განმავლობაში კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა მიეცათ ოთხი მხატვრული ფილმი ეხილათ.
ირანული კინოს დღეები გაიხსნა ბაბაქ ხაჯეფაშას ფილმით "არღავანის ხის მკლავებში" -  ოჯახური დრამა, რომელიც მაყურებელს დააფიქრებს მთავარ ოჯახურ ღირებულებებზე. ფილმის სიუჟეტი საკმაოდ ემოციურად ვითარდება ოჯახური წყვილის ორი მცირეწლოვანი ბავშვის  გარშემო, მაყურებლისთვის ხშირად ცრემლის შეკავებაც კი  ძნელი იყო.  მსახიობთა, განსაკუთრებით კი ბავშვების როლის შემსრულებელი ორი უნიჭიერესი ბავშვის  ოსტატობით ძნელია არ აღფრთოვანდე.  ფილმმა მაყურებელთა უაღრესად დიდი მოწონება დაიმსახურა.
პირველ დღეს ასევე ნაჩვენები იქნა რომანტიკული ფილმი "ემადისა და თუბას რომანტიზმი" (რეჟისორი ქავე საბაღზადე); ორი ხელოვანის - რეჟისორისა და მსახიობის - ოჯახურ ცხოვრებაზე, კონფლიქტებით და შერიგებებით, იუმორითა და სახალისო სცენებით გაჯერებული.

კინოჩვენებების მეორე დღე გაიხსნა ალირეზა სამადის ფილმით "სიმას დაუსრულებელი ამბავი". ფილმში ძალიან საინტერესოდაა მოთხრობილი პირად ცხოვრებაში სოციალური მედიის უხეში შეჭრის შესახებ, თუ რა შედეგი მოაქვს ადამიანის პირადი ცხოვრების ეპიზოდების შემთხვევით თუ გამიზნულად სამსჯავროზე გამოტანას.  
კინო კვირეულის ბოლო ფილმად მაყურებელმა იხილა რეჟისორის ბეჰრუზ შოაიბის ძალზედ საინტერესო ფილმი "წინასწარ დაუგეგმავად", მამის ანდერძის ასრულების მიზნით, თუ საკუთარი ფესვების საძიებლად გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ქალის ისტორია. ამ ფილმშიც გაგაოცებთ და გულგრილს ვერ დაგტოვებთ პატარა მსახიობების სამსახიობო ნიჭი და ოსტატობა.

აღსანიშნავია, რომ ფილმები ქართულ ენაზე თარგმნა  პოეტმა, აღმოსავლეთმცოდნემ, მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ. მისი ხედვა ზოგადად ირანული კინემატოგრაფიისა, ასევე ფაქტები და დეტალები ამ ოთხი ფილმის შესახებ, საინტერესო მოსასმენი იყო ქართველი მაყურებლისთვის ღონისძიების გახსნის ცერემონიასა და უშუალოდ ფილმების სეანსების წინ.   

თბილისში ირანული კინოს კვირეულის ორგანიზატორია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს  კულტურის განყოფილება.


Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

სურათები

დაწერეთ თქვენი კომენტარი.

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: