ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს
ისლამური რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ, ჰაჯის მომლოცველების მიმართ გამოქვეყნებულ გზავნილში, ჰაჯის რიტუალს ადამიანის სრულყოფისაკენ გლობალური მოწოდება და კაცობრიობის სულიერი და მორალური ამაღლების საფუძველი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა: "ჰაჯის მსოფლიო გავლენის აუცილებელი პირობაა ის, რომ თავად მუსლიმებმა, სწორად გაიგონ ჰაჯის მაცოცხლებელი მოწოდება, რომლის ორი მთავარი საყრდენი არის "ერთიანობა" და "სულიერება."
ღმერთის სახელით
ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს
(ამონარიდი მიმართვიდან)
ისლამური რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ, ჰაჯის მომლოცველების მიმართ გამოქვეყნებულ გზავნილში, ჰაჯის რიტუალს ადამიანის სრულყოფისაკენ გლობალური მოწოდება და კაცობრიობის სულიერი და მორალური ამაღლების საფუძველი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა: "ჰაჯის მსოფლიო გავლენის აუცილებელი პირობაა ის, რომ თავად მუსლიმებმა, სწორად გაიგონ ჰაჯის მაცოცხლებელი მოწოდება, რომლის ორი მთავარი საყრდენი არის "ერთიანობა" და "სულიერება."
ისლამური რევოლუციის ლიდერმა მუსლიმების შორის ერთიანობის მთავარ პირობად დიალოგის, ინტელექტუალური და სამეცნიერო კომუნიკაციის, მსოფლმხედველობის დაახლოების, ისლამური ქვეყნების ეკონომიკური კავშირების არსებობა განსაზღვრა და დასძინა: "ამ ერთიანობის კიდევ ერთი ასპექტია კეთილსინდისიერებაზე, შემწყნარებლობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული დიალოგი მუსლიმ სწავლულთა შორის და მუსლიმური ქვეყნების ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელთა მჭიდრო კავშირები“.
ერთიანობასთან დაკავშირებით, აიათოლა ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ ისლამური ქვეყნების პოლიტიკური და კულტურული ლიდერები კოორდინირებულად უნდა მოემზადონ განვითარებადი მსოფლიო წესრიგის პირობებისთვის, რათა ისლამურმა უმამ ღირსეულ ადგილი დაიმკვიდროს და არ განმეორდეს პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკური და ტერიტორიული დაგეგმვის მწარე გამოცდილება.
მან ასევე აღნიშნა, რომ „სულიერება“, რომელიც ჰაჯის მთავარი საყრდენებიდან ერთ-ერთია, რელიგიური მორალის გაძლიერებას ნიშნავს, რაც დასავლური მორალის „ზნეობა რელიგიის გარეშე“ საპირისპიროა და დასძინა: "ერთიანობა და სულიერება, დღეს როგორც არასდროს, მტრულ თავდასხმებსა და დაბრკოლებებს განიცდის. აშშ და იმპერიული ბატონობის სხვა პოლუსები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მუსლიმური მთავრობების ერთიანობას, ხალხებს შორის ურთიერთგაგებას და ახალგაზრდა თაობის ღვთისმოსაობის. ყველა ჩვენგანის, მთავრობისა და ხალხის ვალია, მტკიცედ წინ აღვუდგეთ ამ უმსგავსო გეგმის განხორციელებას“.
ისლამური რევოლუციის ლიდერმა ჰაჯთან დაკავშირებული მიმართვის ბოლოს, გასცა დარიგება, რათა მომლოცველებმა გააძლიერონ უღმერთოებისგან გამიჯვნის სულისკვეთება და მიიღონ ვალდებულება, გაავრცელონ და გააღრმაონ ეს სულისკვეთება თავიანთ საცხოვრებელ გარემოში.
4 თირი 1402
25 ივნისი, 2023
დაწერეთ თქვენი კომენტარი.