იალდას ღამის დღესასწაული თბილისში აღინიშნა

21 დეკემბრის ღამეს ირანელები წლის ყველაზე გრძელ ღამეს - იალდას ღამეს დღესასწაულობენ. ეს დღესასწაული სიმბოლურად სინათლის სიბნელეზე, სიკეთის - ბოროტებაზე გამარჯვებას გამოხატავს.
ამ დღის აღსანიშნავად თბილისში, კულტურის ცენტრ მუზაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ირანელებისათვის გაიმართა ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამოს დაესწრნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მაჰმუდ ადიბმა, ასევე საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა მეჰდი საადათნეჟადმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს იალდას ღამის მნიშვნელობაზე ირანულ კულტურაში, ამ დღესასწაულის ტრადიციებზე. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სპეციალურად ამ დღისთვის ირანიდან მოწვეული ტრადიციული მუსიკის შემსრულებელთა ჯგუფი ისპაჰანიდან "ნაღმე-იე ესფაჰან" (ჯგუფის ხელმძღვანელი მასუდ ეჰთემამი).
კონცერტის პარალელურად კულტურის ცენტრ მუზაში გაიმართა ირანელი მხატვრის აღამირის ნახატების გამოფენა თემატიკაზე "ოჯახი და ოჯახური ღირებულებები ირანში".
დაწერეთ თქვენი კომენტარი.