არბაინი - იმამ ჰუსეინის მოწამებრივი სიკვდილის მეორმოცე დღე
არბაინი - იმამ ჰუსეინის მოწამებრივი სიკვდილის მეორმოცე დღე
ამ დღეებში ქალაქი ქერბალა შიიტი მუსლიმი პილიგრიმების მრავალსაუკუნოვან ყოველწლიურ არბაინის მსვლელობას მასპინძლობს. სიტყვა არბაინი არაბულად მეორმოცეს ნიშნავს. შიიტი მუსლიმები ყოველ წელს შუამავალი მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის და მისი თანმხლები ამალის მოწამებრივად დაღუპვიდან მეორმოცე დღის აღსანიშნავად სამგლოვიარო მსვლელობას აწყობენ. ქერბალაში, რომელიც შიიტების ერთ-ერთი მთავარი წმინდა სალოცავი ადგილია, არბაინის მსვლელობაზე მილიონობით მომლოცველი ჩადის. მასშტაბურ მსვლელობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასული მუსლიმი მომლოცველებიც უერთდებიან. ქალაქ ნაჯაფიდან მომლოცველები ფეხით მიუყვებიან ოთხმოც კილომეტრიან გზას ქერბალასკენ. ადგილობრივი მაცხოვრებლები იქვე, გზაზე ამზადებდნენ კერძებს მსვლელობაში მონაწილეთათვის, არიგებენ წყალს, ჩაის; ხშირად ისინი ღამის გასათევად და მოსასვენებლად საკუთარ სახლებში მიჰყავთ; მათ მიაჩნიათ, რომ მომლოცველთა დახმარება მათთვის დიდი მადლია.
არბაინთან დაკავშირებით ერაყში სამეცნიერო კონფერენციებიც ეწყობა, რომელშიც მუსლიმების გარდა სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
დაწერეთ თქვენი კომენტარი.