National News

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაციის განცხადება, რომელიც გმობს ქერმანში მომხდარ ტერაქტს სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა! ჭეშმარიტად, ჩვენ ალაჰს ვეკუთვნით და მისდა მივიქცევით ჩვენ! ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაცია, ქერმანის გოლზარ შოჰადაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, შემდეგი შინაარსის განცხადებას ავრცელებს:

ღმერთის სახელით შვედეთში მსოფლიოს მუსლიმთა წმინდა წიგნის განმეორებითმა შეურაცხყოფამ კიდევ ერთხელ გამოავლინა სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა ნამდვილი სახე. მთავრობის თანხმობითა და პოლიციის მხარდაჭერით სტოკჰოლმში ყურანის განმეორებითი დაწვა, მიუხედავად ამ ქმედების წინააღმდეგ მასიური საპროტესტო გამოსვლებისა, მოწმობს სისტემატურ და ორგანიზებულ ანტიისლამიზმს, რომლის გაღვივებასა და გაძლიერებაში, სამწუხაროდ, შვედეთის ოფიციალურ ინსტიტუტებს დიდი წვლილი მიუძღვით.

ისლამური რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ შვედეთში წმინდა ყურანზე თავდასხმის ფაქტს, შეთქმული და საშიში ინციდენტი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა: „ამ დანაშაულის ჩამდენის მკაცრად დასჯა, ყველა მუსლიმი სწავლულის საქმეა, შვედეთის მთავრობამ დამნაშავე ისლამური ქვეყნების სასამართლო სისტემას უნდა გადასცეს“.
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: