წარმომადგენლობა
ეკოტურიზმი - სარაიე მალექის სასტუმრო ქაშანში

ეკოტურიზმი - სარაიე მალექის სასტუმრო ქაშანში

ეკოტურიზმი - სარაიე მალექის სასტუმრო ქაშანში

ქალაქი ქაშანი, ისპაჰანის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქი, ცნობილი თავისი ულამაზესი ბაღებით, ძველი ტრადიციული სახლებით, დამასკური ჯიშის ვარდებით. ცნობილი მოჰამადის ყვავილებით. ქაშანის ეკო ტურისტული სასტუმრო „სარაიე მალექ",  ლამაზი და სასიამოვნო საცხოვრებელი ადგილია ქაშანში ხანმოკლე ან ხანგრძლივი ვიზიტისას.  

სახელი „სარაიე მალექ“, სასტუმროს მალექის და ქაშანის ტრადიციული ბაზრის სიახლოვის გამო დაერქვა. სასტუმროს დიზანინი სხვა ეკოტურისტული სასტუმროების მსგავსად, ტარდიციულ არქიტექტურულ სტილშია გადაწყვეტილი. თაღოვანი ფანჯრები, ვიტრაჟული მინები, თაბაშირის ფიგურებით დეკორირებული ჭერი, სასტუმროს ინტერიერს ძალიან მიმზიდვენს ქმნის. სასტუმროს შენობა აერთიანებს  ტრადიციულ და თანამედროვე არქიტექტურას. ერთდროეულად აქვს 28 სტუმრის განთავსების საშუალება (22 საწოლი, დამატებით 6 გასაშლელი ადგილით); სასტუმრო სახლი  მდებარეობს ქაშანში მალექის ბაზარიდან 100 მეტრში. სასტუმროს ეზოს ცენტრში ულამაზესი, ყვავილების ქოთნებით გარშემორტყმული ოთხკუთხა აუზია, აქვეა ბროწეულის ხეების რიგი, რომელთა სილამაზე სიხალისეს და სიცოცხლეს მატებს გარემოს. ამ სახლის ულამაზესი და ტრადიციული არქიტექტურა ასახავს წარსულში ქაშანის მკვიდრთა თვითმყოფად კულტურას, იდენტობას და წინაპრების ცხოვრების წესს; სარაიე მალექის ეკოტურისტულ სასტუმრო სახლი, მოგზაურებს უდარდელ, სასიამოვნო და მშვიდ გარემოს უქმნის.

სარაიე მალექის სასტუმროში არის დიდი ე.წ. ჰოუზხანა (აუზიანი ნახევარსარდაფის ტიპის დიდი საზაფხულო ოთახი),  8 ნომერი, მათ შორის 4 ორადგილიანი, 2 სამადგილიანი და 1 ოთხადგილიანი ნომერი, სასტუმროს მმართველმა თითოეულ ოთახს სახელიც კი  შეურჩია: თორანჯ, მიჰრაბი, ნილუფერ, ზამბაყ, აშრაფი, ისლამი, შაჰ აბასი და ხალვათსარა.  ყველა ნომერში არის კომფორტული საწოლი, სპარსული და ევროპული სტილი აბაზანა-ტუალეტი,  მაცივარი, ტანსაცმლის საკიდი, კარადა, სარკე და მინი მარი და სხვა. სასტუმრო სახლში საუზმე უფასოა, მინიბარის ღირებულებას სტუმარი იხდის შესაბამისად. ასევე ყველა ოთახში გამოიყენება სპლიტ გაგრილების და გათბობის სისტემა. სტუმრებს შეუძლიათ სასტუმროს რესტორანში შეუკვეთონ ტრადიციული კერძები და ისიამოვნონ მათი განუმეორებელი არომატებით.

სასტუმრო სახლს აქვს ღია პარკინგი, ჰყავს ინგლისურენოვანი პერსონალი, გიდი; სასტუმროში ასევე არის უფასო ინტერნეტი და სასტუმროს სხვა მომსახურებები.

სასტუმრო სახლის სიახლოვეს ხელმისაწვდომია არაერთი ტურისტული თუ ისტორიული ადგილი,  მათ შორის ამერის სახლი, თაბთაბაის ისტორიული სახლი, ქაშანის ტრადიციული ბაზარი, ფინის ბაღი და აბანო, სოფელი ყამსარი, ნიასარის მღვიმე, ტურისტული სოფელი აბიანე და სეფიანთა დიდი ბაზარი.

სახელი ეკოტურიზმი - სარაიე მალექის სასტუმრო ქაშანში
ქვეყანა ირანი
ტიპი2
კონტაქტებიისპაჰანის პროვინცია, ქაშანი, რაჯაის ქ., აიათოლა მადანის ქ. - ფახრავარის ხეივანი - მალეკ კაშანის რეზიდენცია

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: