წარმომადგენლობა
ეკოსასტუმრო „გარე დეჟ“ ქალაქ ვარზანე-ში

ეკოსასტუმრო „გარე დეჟ“ ქალაქ ვარზანე-ში

ეკოსასტუმრო „გარე დეჟ“ ქალაქ ვარზანე-ში

ეკო-ტურისტული სასტუმრო სახლი "გარე დეჟ", მდებარეობს ისპაჰანის პროვინციის ქალაქ ვარზანეში. ეს შენობა ასი წლის წინ არის აგებული და ვარზანეს უდაბნოს შუაგულში მდებარეობს. აშენებულია ტრადიციულ სტილში, საშენ მასალად გამოყენებულია გამოუმწვარი აგური, თიხის ხსნარი და ხის მასალა. ვარზანეს უდაბნოსთან სიახლოვის გამო, ამ სასტუმრო სახლის მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ ტურისტები. გარე დეჟის სასტუმრო 500 კვადრატული მეტრის ფართობისაა, აქვს 7 ნომერი, ორი ლობი და ორი სამზარეულო. აქვს 70 ტურისტის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა. სასტუმროს ასევე აქვს დიდი ტრადიციული ეზო რომლის  ირგვლივ ოთახებია განლაგებული.

სასტუმროს აქვს ღია პარკინგი, უზრუნველყოფილია ინტერნეტით,  ასევე აქვს ირანული და ევროპული სტილის სააბაზანო-საპირფარეშოები,  საერთო აბანო,  გათბობის და გაგრილების სპლიტ სისტემა. კურორტს ასევე ჰყავს ინგლისურენოვანი პერსონალი და გიდი, უცხოელ ტურისტებთან უკეთ კომუნიკაციისთვის.

სასტუმროს პერსონალთან წინასწარი შეთანხმებით, სასტუმროს სამზარეულოს შესაძლებელია შეუკვეთოთ ტრადიციული ისპაჰანური კერძები - ბერიანი, ქებაბ მოშთი, იგივე ისპაჰანური ქებაბ ზარდაქი, კალე ჯუში, ჰალიმე ბადამჯანი, ქაშქე ბადამჯანი, ყეიმე რიზე ნოხოდჩი, ისპაჰანური თას ქებაბი, ქუფთე შევიდ-ბაყალი და სხვა, დააგემოვნეთ და ისიამოვნოთ ტრადიციული  კერძების განუმეორებელი გემოებით.

აქ არსებულმა მრავალმა ბუნებრივმა, ისტირუილმა და ტურისტულმა სანახაობებმა, როგორიცაა ვარზანსს უდაბნო, ქვიშის დიუნები, მდინარე ზაინდერუდი, გავხუნის მარილიანი ტბა, ხარა ვარზანეს უდაბნო, შახქენარის ჩანჩქერი მდინარე ზაიანდერუდზე, სამტრედე კოშკები, 400 წლის წინანდელი წყლის რეზერვუარი სადაც დღეს ტრადიციული ირანული კერძების რესტორანია,  დიდი მეჩეთი, კურდღლის ციხე ვარზანეს უდაბნოში და სხვა, განაპირობა ამ რეგიონში ეკოტურიზმის ინდუსტრიის ზრდა.

ტურისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ზიპ-ლაინი, საფარი-ტური, აქლემით გასეირნება და მოტო-ტური და  მეგზურთან ერთად მოინახულონ ხარას უდაბნო და ქვიშის დიუნებში და ამით მოგზაურობა დაუვიწყარი გახადონ.

სასტომროში ნომრის  ღირებულებაა 120-დან 500 ათას თუმანამდე.

სახელი ეკოსასტუმრო „გარე დეჟ“ ქალაქ ვარზანე-ში
ქვეყანა ირანი
ტიპი2

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: