• Mar 7 2024 - 23:55
  • 52
  • სწავლის დრო : 4 minute(s)

შირინის პიროვნული ასპექტები ნიზამი განჯელის თვალთახედვით 11 მარტს, სპარსელ ენოვანი პოეტის ნიზამი განჯელის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით

შირინის პიროვნული ასპექტები ნიზამი განჯელის თვალთახედვით 11 მარტს, სპარსელ ენოვანი პოეტის ნიზამი განჯელის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით

 

შირინის პიროვნული ასპექტები ნიზამი განჯელის  თვალთახედვით

11  მარტს, სპარსელ ენოვანი პოეტის ნიზამი განჯელის ხსოვნის  დღესთან დაკავშირებით

 

ნუშინ ოსთად მოჰამად

სპარსული ენისა და ლიტერატურის მაგისტრი

აზადის უნივერსიტეტის მაჰალათის ფილიალი

 

პოემაში "ხოსროვი და შირინი" ნიზამიმ შირინის ნათელი და დიდებული სახე შექმნა, რაც მკითხველზე განუზომელ შთაბეჭდილებას ახდენს; მის შემდგომ არაერთმა პოეტმა სცადა ნიზამის ხოსროვი და შირინის მიბაძვით  სახელისა და პოპულარობის მოპოვება, მაგრამ ვერც ერთმა მიმბაძველთაგან ვერ შეძლო შირინის სახის ნიზამისეული მხატვრული ოსტატობით  დახატვა. ნიზამი, როგორც მხატვარი, რომელიც დაჟინებით ქმნის სრულყოფილ სურათს, შირინის შესანიშნავ სახეს წარმოგვიდგენს. სტატიაში შირინის სახის დეტალური განხილვის გზით, შევეცდებით გავიგოთ ნიზამის წარმოდგენაში ვინ არის შირინის პროტოტიპი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ შესანიშნავ მხატვრულ სახეს.

 

„შირინი“

ზოგიერთი ირანელი და არაბი ისტორიკოსი მიიჩნევს რომ შირინი ქრისტიანული რწმენისა იყო, მაგრამ რადგან მისი სახელი ირანულია, სომეხი ისტორიკოსის ვარაუდით, ის ხუზისტანიდან იყო და ეს მოსაზრება მისაღებია.

ძველ ლიტერატურაში როგორიცაა "ღურარ ახბარ მალიქ ალ-ფარს", "რაუზათ ას-საფა" და აგრეთვე ფირდოუსის "შაჰნამე", შირინი არ მიიჩნევა არისტოკრატული წარმოშობის  კეთილშობილ ქალად. უფრო სწორად, ავტორებს შირინს მიიჩნევენ მაცდურ ქალად, რომელიც თავისი სილამაზის გამო ხოსროვმა ახალგაზრდობაში, ტახტზე ასვლამდე შეიყვარა და დროის უმეტეს ნაწილს მასთან ატარებდა.

ტახტზე ასვლის შემდეგ ხოსროვი ივიწყებს შირინს. ერთ დღეს სანადიროდ გამზადებული მეფე საგანგებოდ მორთულ შირინს თვალს მოჰკრავს და მინელებული გრძნობა მასში მთელი სიმძაფრით იღვიძებს. აგზავნის მას თავის ერთ-ერთ სასახლეში და გადაწყვეტს მისი რელიგიის მიხედვით თავის კანონიერი ცოლი გახადოს.

"თარიხ-ე თაბარის" (წინასწარმეტყველთა და მეფეთა ისტორია) თარგმანში ნათქვამია: „და იყო ახალგაზრდა მოახლე ქალი სახელად შირინი,  რომლის სილამაზის მსგავსი არავინ იყო ყოველთა თურქთა და რუმაელთა შორის. ფარვიზმა ბრძანა, მისი სახე ქვაზე გამოესახათ და... ბრძანა, აღეწერათ მისი სილამაზე და გაგზავნა ხალხი რუმსა და თურქისტანში და დანარჩენ სამყაროში, რომ მოეძებნათ მისი მსგავსი, და ვერ ნახეს ვერსად მისი სადარი.“

"თაბარის ისტორიის" თარგმანის ამ მონაკვეთის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხოსროვ ფარვიზის მიერ სრულყოფილი ქალის აღწერა თავის უცნაურ წერილებში, ძალიან ჰგავს ფალაურ ლიტერატურულ ნაწარმოებში რიდაქ ხოშ არზუს  (მსახური, რომელსაც დიდად წყალობდა ფარვიზი) გადმოცემებს და მის საუბარს მეფესთან უმშვენიერესი ქალის შესახებ, ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც შირინის აღწერაა. „საუკეთესო ქალი ისაა, ვინც გამუდმებით ფიქრობს მამაკაცის  სიყვარულზე. მის გულს ის უნდოდეს და მის სულს ის სწყუროდეს. ყველაზე სასურველი ქალი არ უნდა იყოს არც ძალიან ასაკოვანი და არც ძალიან ახალგაზრდა, არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა, არც ძალიან გამხდარი და არც ძალიან მსუქანი. გარეგნული სახე იერით ყველაზე ლამაზი ქალები ისინი არიან, ვისაც აქვს სასიამოვნო პირ-სახე და კეთილი ზნე, საშუალო სიმაღლის, ფართო მკერდით, თავი და კისერი კარგად აგებული... თმა კი გრძელი, შავი და მოწითალო და... ცოტას უნდა ლაპარაკობდეს... იყოს კეთილი და არასოდეს ისაუბროს უხეშად.“

არაერთხელ დაწერილა შირინის ფარჰადისადმი და ფარჰადის შირინისადმი სიყვარულზეც. „და ეს ახალგაზრდა მოახლე ქალი შირინი, იყო ის, ვინც ფარჰადს შეუყვარდა; ფარვიზმა ფარჰადი დასაჯა და მთაში გაგზავნა". ნიზამის შემოქმედების გარდა, სხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, ჩანს, რომ შირინი (ისტორიულადაც) არ იყო არისტოკრატული ოჯახიდან; აგრეთვე, ეს მშვენიერი ქალი არ იყო ზოროასტრიზმის მიმდევარი და ამის გამო ხოსროვის მასზე ქორწინებამ, დიდებულების და ქურუმების  წინააღმდეგობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

შაჰნამეში ვკითხულობთ, რომ ხოსროვ ფარვიზის შირინთან დაქორწინების შემდეგ უხუცესები მეფეს არ სტუმრობენ. მეოთხე დღეს ხოსროვი იბარებს ყველას და ალეგორიული წარმოდგენით, რომლის დროსაც ბრძანებს ფიალა ჯერ სისხლით აავსონ, შემდეგ კი გარეცხონ ფიალა და აავსონ ღვინით, დაასხურონ ვარდის წყალი და მუშკი, ამართლებს შირინზე დაქორწინებას, თითქოს შირინი ამ სისხლით სავსე ფიალას ჰგავდეს: „შირინს სახელი მე გავუტეხე და არა მისმა საქციელმა.  ახლა ის ამ ფიალასავით განწმენდილია და იმსახურებს ჩემს ჰარამხანაში შესვლას.“

 

ქალის სახე ლირიკულ ნაწარმოებში

ლირიკულ ნაწარმოებში ქალების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია მათი ფიზიკური სილამაზე და მიმზიდველობაა; უმეტეს შემთხვევაში, პოეტი ან ამბის მთხრობელი ასეთი პერსონაჟის დახასიათებისას იყენებს ტერმინს "სატრფო", მაგრამ ჩვენს (სპარსულ) კლასიკურ ლიტერატურაში ქალებს დადებითი, სათნო და საყვარელი სახე აქვთ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი მეფეთა ან არისტოკრატული გვარის წარმომადგენლები არიან, ან ლიტერატურული პერსონაჟი მამაკაცის პიროვნების ზრდა-განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ. "ხოსროვი და შირინში" შირინი ამ ორივე თვისების მატარებელია.  ნიზამი ნათლად უსვამს ხაზს შირინის არისტოკრატულ წარმომავლობას; რადგან „ქალის ოჯახსა და წარმომავლობაზე დაყრდნობით შეიძლება  დავასკვნათ თუ როგორია,  რას წარმოადგენს და რა ადათ-წესების მატარებელია ქალი. 

მხატვრული ლიტერატურის თვალსაზრისით, შირინი დინამიკური პერსონაჟია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის დიდ ცვლილებებს განიცდის სიუჟეტის განვითარებისას. ამ ცვლილებების მიზეზები ასევე შეესაბამება მოთხრობის დაწერის მიზნებს. ასევე, პოემის სიუჟეტიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ შირინის პერსონაჟი ამბის დასაწყისში უბრალო/სადა პერსონაჟია". როდესაც ამ ტიპის პერსონაჟები ჩნდებიან, ისინი ადვილად იცნობიან და მკითხველის ემოციური ხედვა კარგად შეიცნობს მათ, თუმცა სიუჟეტის მსვლელობისას ეს დამოკიდებულება იცვლება; ამდენად უნდა ვაღიაროთ, რომ შირინი ძალზე რთული და გამორჩეული პერსონაჟია ძველ სპარსულ მასკულინურ ლიტერატურაში.

 

შირინის მხატვრული სახის პროტოტიპი

ხოსროვისა და შირინის ამბის ყველაზე კაშკაშა სახე უდავოდ შირინია. ნიზამიმ შექმნა შირინის პოეტურად უზომოდ მიმზიდველი სახე, მის მიერ გამოყენებული მხატვრული ხერხები იმდენად აღმატებულია, რომ ნიზამის მსგავსად ვერც ერთმა სხვა პოეტმა ვერშეძლო მსგავსი მხატვრული სახის შექმნა. „პოემის მთავარი გმირი და ცენტრალური ფიგურა ხოსროვი არ არის, შირინია და მისი გავლენა მთელ ისტორიაზე უდაოა. იმის გასარკვევად თუ ვინ არის შირინის მხატვრული სახის პროტოტიპი, არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რასაც შემდგომში დავუბრუნდებით.

 

 

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

სურათები

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: