ირანელი და ქართველი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი და გამარჯვებულების დაჯილდოება
თბილისში უკვე მეთორმეტედ გაიმართა ტრადიციად ქცეული ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილი ირანელი და ქართველი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი. გამოფენა -კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოთხი საჯარო სკოლის და თბილისში ფირდოუსის სახელობის ირანული სკოლის მოსწავლეებმა.
თბილისში უკვე მეთორმეტედ გაიმართა ტრადიციად ქცეული ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილი ირანელი და ქართველი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი. გამოფენა -კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოთხი საჯარო სკოლის და თბილისში ფირდოუსის სახელობის ირანული სკოლის მოსწავლეებმა. 7 მარტს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებაში გაიმართა გამოფენა-კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ კულტურის მრჩეველი აჰმად ალი მეჰრი არდესთანი, ირანის საელჩოს დროებითი რწმუნებული მოჰამად ყობადი, თბილისის ფირდოუსის სახელობის ირანული სკოლის დირექტორი, ქართული და ირანული სკოლების მასწავლებლები, გამარჯვებული მოსწავლეები.
დაწერეთ თქვენი კომენტარი.