წარმომადგენლობა
ირანული სამზარეული / სანგაქი (პურის სახეობა)

ირანული სამზარეული / სანგაქი (პურის სახეობა)

ირანული სამზარეული / სანგაქი (პურის სახეობა)
სანგაქს კარგად მოზელილი და აფუებული ცომით აცხობენ. სანგაქის დამზადებაში მონაწილე პირები - ხაბაზები („ნანგირი“ და „შათერი“) თუ თონესთან მომუშავეები („ათეშანდაზი“ და „დასთ-ბე-სიხი“), გამოცდილები, მოქნილები და გამოწვრთნილები უნდა იყვნენ, რათა სანგაქის პურები ზომითა და ფორმით ერთგვაროვანი და თანაბრად გამომცხვარი გამოვიდეს.

ირანული სამზარეული / სანგაქი (პურის სახეობა)

 

სანგაქი  თონეში, ცხელ ქვიშაზე გამომცხვარი პურია. ერთ-ერთი უგემრიელესი პურის სახეობა, რომელსაც ქალაქების ბაზრებში და ირანულ სუფრაზე შეხვდებით.  სანგაქის საცხობ თონეში პურის ცხობის ხელობა, როგორც ჩანს, ქალაქების გაფართოებასთან და ირანში დიდი ბაზრების დაარსებასთან ერთად გაჩნდა.

უცნობია, თუ ვინ, როდის ან სად დაიწყო სანგაქის ცხობა.  წერილობითი წყაროების მიხედვით, ეს პური  გავრცელებული ყოფილა სეფიანთა ირანში და ბევრ ქალაქში ცხვებოდა. სანგაქის შესახებ ცნობები გვხვდება  ლექსიკონში "ბორჰანე ყათე" ("საბოლოო მტკიცებულება") და შარდენის ,,სეიაჰათ–ნამეში“ (,,მოგზაურობის წიგნი“).

სანგაქს კარგად მოზელილი და აფუებული ცომით აცხობენ. სანგაქის დამზადებაში მონაწილე პირები  - ხაბაზები („ნანგირი“ და „შათერი“) თუ თონესთან მომუშავეები („ათეშანდაზი“ და „დასთ-ბე-სიხი“),  გამოცდილები, მოქნილები და გამოწვრთნილები უნდა იყვნენ, რათა სანგაქის პურები ზომითა და ფორმით ერთგვაროვანი და თანაბრად გამომცხვარი გამოვიდეს.

სახელი ირანული სამზარეული / სანგაქი (პურის სახეობა)
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: