წარმომადგენლობა
 მინიატურა

მინიატურა

მინიატურა

ვიზუალური ხელოვნება / მინიატურა

 

ირანული მინიატურებიდან შემორჩენილი ნიმუშები გვაფიქრებინებს, რომ მინიატურა ირანულ ხელოვნების დარგებს შორის ერთ-ერთი უძველესია. ირანში ამ ხელოვნების სტილებსა და სკოლებს  არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, რის საფუძველზეც მრავალი პირველი კლასის ხელოვანი გამოზრდილა.

ირანული მხატვრობა, მთელი თავისი  არსებობის მანძილზე, მრავალფეროვან -  ეპიკურ, ლირიკულ, მისტიკურ და მორალურ თემებს მოიცავდა. მინიატურა მისტიკურ-ფილოსოფიურ ნიშნებს ატარებს, რაც, ზოგადად, ირანულ სულთანაა შესისხლხორცებული.  ამ მხატვრობის უკან აღმოსავლური აზრი და გონება იმალება, რაც მხატვრობის სფეროში ევროპული ხედვისგან  სრულიად განსხვავდება.

აღმოსავლური გონება მაყურებლის საჭიროებებს ითვალისწინებს.  ირანული ნახატების უმეტესობა სპარსული ლექსებითაა შთაგონებული და ამ ლექსებში მისტიკას მთავარი როლი აქვს.  მისტიკური ენა უნივერსალური ენაა. ირანულ მხატვრობაში შინაგანი სულიერება არსებობს, რომელიც აშკარა ემოციური გამოხატვის არარსებობის გამო, დაფარულია.

ქამალ ოლ-მოლქი,  ირანული მხატვრობის მამა, ჰოსეინ ბეჰზადი, მაჰმუდ შაჩიანი, მორთეზა ქართუზიანი, ნასრინ ხოსრავი, მოჰამადალი თარაყიჯაჰი, ირან დარუდი  ცნობილი ირანელი მხატვრები და მინიატურისტები არიან და ბევრ მათგანს საკუთარი სტილი გააჩნია.

 

სახელი მინიატურა
ქვეყანა ირანი
ტიპიმინიატურა
წარმოების წელიOct 4 2022

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: