წარმომადგენლობა
 იბნ სინა

იბნ სინა

იბნ სინა

ცნობილი ადამიანები / იბნ სინა

 

იბნ სინა (X -XI სს ) სახელოვანი ირანელი ფილოსოფოსი, ექიმი, პოეტი და  ისლამური სამყაროს ყველაზე სახელგანთქმული მეცნიერია.  აბუ ალი ჰოსეინ იბნ-აბდულა  იბნ-სინა, ცნობილი, როგორც იბნ სინა (ავიცენა) და აბუ ალი სინა,  ბუხარაში დაიბადა. 10  წლის ასაკში შეისწავლა ყურანი, რელიგიის პრინციპები,  შემდეგ შარიათი, მათემატიკა, ლოგიკა, გეომეტრია და ასტრონომია.  რადგან მის ირგვლივ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და თეოლოგიის  მასწავლებელი არ მოიძებნა, ეს ორი მეცნიერება თავად შეისწალა და მედიცინაშიც დახელოვნდა.  17 წლის ასაკში სენისაგან განკურნა ამირ ნუჰ იბნ-მანსური, რომელმაც სანაცვლოდ იბნ სინას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება მისცა.

ღაზნეველთა პერიოდში  ურგენჩში (ქალაქი დღევანდელ უზბეკეთში) წავიდა და ხვარაზმშაჰ  ალი იბნ-მამუნსა და  მის მემკვიდრეს - მამუნ იბნ-მუჰამადს დაუახლოვდა.

მან ურენჩში ამირ შამს ალ-მაალი ყაბუსის ყურადღება მიიპყრო, რომლის მმართველობის დასრულების შემდეგაც, ჯერ რეიში გაემგზავრა, შემდეგ ყაზვინში და ჰამადანში.  ჰამადანში დიდი დრო დაჰყო და  შამს ად-დოულე დილემის  კაბინეტს შეუერთდა.  შემდეგ ისპაჰანში წავიდა და ალა ად-დოულეს სამსახურში ჩადგა.  ჰამადანში დაბრუნების დროს ავადმყოფობით გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპარსული წიგნია  "ალას ენციკლოპედია" („دانشنامة علايي“) (სახელში "ალა" იგულისხმება ალა ად-დოულე, ვისი მხარდაჭერითაც ეს წიგნი დაიწერა), (წინასწარმეტყველ მუჰამადის) "ზეცად ამაღლების წიგნი" („معراج نامه“),  იბნ-სინას ნაშრომებს შორისაა "კანონი" („قانون“) მედიცინის შესახებ და  "მკურნალობა" („شفا“), რომელიც მოიცავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ლოგიკას, თეოლოგიას და მათემატიკას.

იბნ-სინას შესაძლებლობებს არაბულ ლიტერატურაში და პოეზიაში  მისი "სულის“ ყასიდა („عينيه“) ადასტურებს. მას სპარსულ ლიტერატურაშიც უჭრიდა კალამი. მოკლე წინადადებები, სიმარტივე და პოეტური ოსტატობა მისი სტილის მახასიათებლებია.

მას მიეწერება 22 სპარსული რობაისა და ლექსის ავტორობა, ჯამში 65 ბეითისა.

 

1569

სახელი იბნ სინა
ქვეყანა ირანი
მეტსახელი იბნ სინა

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: