წარმომადგენლობა
ჯაბარ ბაღჩებანი, ირანელი სმენადაქვეითებული ბავშვების კეთილი მასწავლებელი

ჯაბარ ბაღჩებანი, ირანელი სმენადაქვეითებული ბავშვების კეთილი მასწავლებელი

ჯაბარ ბაღჩებანი, ირანელი სმენადაქვეითებული ბავშვების კეთილი მასწავლებელი

 

ჯაბარ ბაღჩებანი მასწავლებელია. ის არის სმენადაქვეითებულებისთვის პირველი საბავშვო ბაღისა და სკოლის დამფუძნებელი ირანში. ბაღჩებანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიბადა. მისი ოჯახი წარმომავლობით თავრიზიდანაა. ჯაბარის ნიჭი მშობლებმა ადრეულ ასაკში შენიშნეს და განავითარეს. მამის შაჰ-ნამეს და ძველი ირანული ლიტერატურის სიუჟეტებისადმი სიყვარულმა, ჯაბარიც დააინტერესა. ჯაბარის დედაც პოეტი იყო. სანამ ირანული კულტურის და ლიტერატურის სფეროში სახელს გაითქვამდა, ჯაბარი ცოტა ხანს მამასთან მუშაობდა, რომელიც საკონდიტრო საქმით იყო დაკავებული. 15 წლის ასაკში ფინანსური პრობლემების გამო სწავლას თავი დაანება.

მამამისი დაკავებული იყო არქიტექტურით და საკონდიტრო საქმიანობით და ჯაბარიც ამ პროფესიებს ახალგაზრდა ასაკში დაეუფლა. ის თანამშრომლობდა სატირულ ჟურნალებთან  „მოლა ნასრედინი“, „ლაქლაქი"  და წერდა სტატიებს. ერევანში დააპატიმრეს. დაპატიმრების მიზეზი მუსლიმებსა და სომხებს შორის რელიგიური კონფლიქტი იყო. ჯაბარ ბაღჩებანის კულტურული მოღვაწეობა ციხიდან დაიწყო. ციხეში გამოსცემდა ყოველკვირეულ ჟურნალებს „მოლა ნაჰიბი“ და „მოლაბაში“, რომლებსაც გარეთ აგზავნიდა გასაყიდად.

 

ჯაბარ ბაღჩებანის გარდასახვის დასაწყისი ციხეში

თვალსაჩინოა ცვლილებები ბაღჩებანის ცხოვრებაში, ქცევასა და მეტყველებაში ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მისი ახლობლების თქმით, ციხემ ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია მის აზროვნებასა და რწმენაში. ბაღჩებანი  მშვიდობისა და ადამიანთა შორის სათნოებაზე ოცნებობდა. ამ ორი ძირითადი ღირებულების საზოგადოებაში  დასანერგად ის აქტიურად შემოვიდა კულტურისა და საზოგადოებრივ არენაზე. საზოგადოების რეფორმირების გზა ქალებისა და ბავშვებისთვის განათლების მიცემით დაიწყო. ლექსები Qizilli ან Praq (მოოქრული ფოთოლი) და Bayram-Chaliq (დღესასწაულის მაცნე) მისი პირველი მოთხრობებია ბავშვებისთვის.

ბაღჩებანმა თავდაპირველად ფსევდონიმად  „'აჯეზ“ აირჩია. მისი ნამდვილი გვარია ასკარზადე. მან ირანში მასწავლებლობა დაიწყო, ასწავლიდა მარანდში, ქალაქ თავრიზის გარეუბანში. მისმა მოსწავლეებმა თავიდანვე გააცნობიერეს, რომ ის სხვა მასწავლებლებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ის ასწავლიდა მარანდის აჰმადიეს სკოლაში. მისმა ერთგულებამ, მონდომებამ და გამოცდილებამ გზა გაუხსნა შემდგომი წარმატებისთვის.

 

საბავშვო ბაღი თავრიზში

ბაღჩებანმა თავრიზში საბავშვო ბაღი „ბავშვთა ბაღი“ დააარსა. სწორედ ამიტომ მან გვარი ასკარზადედან ბაღჩებანად (სპარსულიდან სიტყვასიტყვით "მებაღე") გადაიკეთა. განათლებისადმი სიყვარულმა უბიძგა ინოვაციური ძიებებისკენ. მისი ავტორობით გამოიცა ადაპტირებული ანბანი-სახელმძღვანელო უფროსებისთვის. ყველა ღონეს ხმარობდა ბავშვებისთვის განათლების მისაცემად. მან შექმნა ახალი თამაშები, წერდა საბავშვო ლექსებს, სიმღერებსა და პიესებს. მან ბავშვები მუსიკას აზიარა. განსაკუთრებული ყურადღებას იჩენდა სმენადაქვეითებული ბავშვების მიმართ.

სმენადაქვეითებულ ბავშვების მიმართ ყურადღება და მათთვის სპეციალური სწავლების მეთოდის შემუშავება, საბავშვო ბაღში ერთი ასეთი აღსაზრდელის მისვლამ გამოიწვია. სმენადაქვეითებულთათვის მან გამოიგონა „ჟესტების ანბანი“ გამოიგონა. ეს ანბანი დაფუძნებულია ბგერებისა და ასოების ფორმების მახასიათებლებზე. თავრიზში მის სხვა საქმიანობას შორის იყო „მასწავლებელთა მხარდაჭერის საზოგადოების“ და „თეატრალური საზოგადოების“ დაარსება. თავრიზში მან დაწერა და დადგა  რამდენიმე  კრიტიკული პიესა. შემდგომში ბაღჩებანი  თავრიზიდან შირაზში წავიდა და იქ დააარსა შირაზის საბავშვო ბაღი.

 

ჯაბარ ბაღჩებანი და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მასწავლებლების გადამზადება

შირაზში მოღვაწეობის პერიოდში შეიქმნა მისი ლექსების კრებული "ბავშვთა ცხოვრება", პიესები მგელი და მწყემსი, მოხუცი და ბოლოკი, ხანუმ ხაზუკი და სხვა. მისი კრიტიკული პიესები პოპულარული გახდა შირაზში. XX საუკუნეში დაწყებითი განათლების პროგრესი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების აღზრდისა და საბავშვო ლიტერატურისადმი ყურადღების ზრდა, ჯაბარ ბაღჩებანის ნიჭისა და პასუხისმგებლობის დამსახურებაა. 1933 წლიდან ის უკვე თეირანში გადადის საცხოვრებლად, სადაც დააარსა დაწყებითი სკოლა ყრუ-მუნჯი ბავშვებისთვის.

სმენის აპარატი ბაღჩებანის ერთ-ერთი გამოგონებაა.  ბაღჩებანის „ანბანის სწავლების სახელმძღვანელო“ ირანის სკოლების დაწყებითი კლასებში 1935 წლიდან გამოიყენება. ყოველკვირეული ჟურნალის "ენა" დაარსებით მან დაწყებითი კლასის მასწავლებლებს გაუზიარა სწავლების ახალი, თავისი მეთოდი და დაიწყო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მასწავლებლების მომზადება. ჯაბარ ბაღჩებანი გარდაიცვალა 1966 წლის აპრილში.

სახელი ჯაბარ ბაღჩებანი, ირანელი სმენადაქვეითებული ბავშვების კეთილი მასწავლებელი
ქვეყანა ირანი
მეტსახელიაჯეზ
შექმნის პერიოდიმე-20 საუკუნე
მუშაობს"ბავშვების ცხოვრება", "მგელი და მწყემსი", "მოხუცი და ბოლოკი", პიესა "ხორ-ხორ"

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: