ნიზამი განჯელი
ჯამალ ად-დინ აბუ მუჰამედ ილიას იბნ იუსუფ იბნ ზაქი იბნ მუვაიდი, სამყაროსთვის ნიზამი განჯელის სახელით ცნობილი, XII საუკუნეში, ქალაქ განჯაში დაიბადა. იგი გამოირჩეოდა ღრმა და მრავალმხრივი განათლებით: საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა ლიტერატურაში, ასტრონომიაში, ისლამურ მეცნიერებებში, სამართალსა და თეოლოგიაში, ასევე შესანიშნავად ფლობდა არაბულ ენას. ლირიკულმა პოეზიამ ს (სპარსულად — „შე‘რ-ე ღანაი“), თავისი განვითარების უმაღლეს წერტილს ნიზამი განჯელის ეპოქაში მიაღწია. ტერმინი „ღანა“ სიტყვასიტყვით „ლამაზ სიმღერას“, „ჰიმნს“ ან „საგალობელს“ ნიშნავს. ლირიკულ ნაწარმოებში ავტორის პირადი მისწრაფება, განცდა და შთაბეჭდილება უშუალოდ იგრძნობა და იგი საკუთარ აზრებსა და ემოციებს მოთხრობილ ამბავთან ან მოქმედ პირებთან მიმართებით გადმოსცემს. ნიზამი განჯელმა სპარსულ პოეზიას ახალი სული შთაბერა. მან თხრობით ფორმას ისეთ ძალა შესძინა, რომ პოეტური ლექსი არა მხოლოდ სტრიქონების ნაკადად, არამედ ცოცხალ საუბრად, ადამიანურ და ნატიფ ემოციათა მუსიკად იქცა.
ნიზამი განჯელის შემოქმედება
ნიზამის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა „ფანჯ-განჯ“ (ხუთი საგანძური) ან „ხამსე“ (ხუთეული). როდესაც ვსაუბრობთ ნიზამის ხუთ საგანძურზე, იგულისხმება: „საიდუმლოებათა საგანძური“, „ხოსროვ და შირინი“, „ლეილი და მაჯნუნი“, „შვიდი მზეთუნახავი“ და „ისქანდერნამე“. ცხადია, რომ "ხუთი საგანძურით" ნიზამის შემოქმედება არ შემოიფარგლება; მას ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული (დივანი).
ნიზამი განჯევის თხზულებების პერსონაჟთა გალერეა მრავალფეროვანია: ცნობილი სასანიანთა შაჰების — ხოსრო ანუშირვანის, ხოსრო ფარვიზის, ბაჰრამ–გურის და სხვათა გვერდით მოქმედებენ უბრალო ადამიანები — ქვისმთლელი ფარჰადი, მხატვარი შაფური, მწყემსი და სხვები. პოეტის მიზანია ადამიანური გრძნობების გამოჩენა, მათი მორალური გარდაქმნის გზების ძიება და სწრაფვა პიროვნების ასამაღლებლად.
ნიზამის პოემები “ლეილი და მაჯნუნი” და “ხოსრო და შირინი” მკითხველმა განსაკუთრებით შეიყვარა. ამ ორ შედევრს გამორჩეული ადგილი უკავია ირანელი ხალხის გულებში.
პოემა “ხოსრო და შირინი” რეალისტურ ნაწარმოებად ითვლება, ზღაპრული და ფანტასტიკური ელემენტების გარეშე, რაც აღმოსავლურ ლიტერატურაში იშვიათია. ნიზამის მიზანია მკითხველი დაარწმუნოს სიყვარულის ამაღლებელ ძალაში, რასაც აღწევს დიდი მხატვრული დამაჯერებლობით. ხოსროვისა და ფარჰადის — შაჰისა და მუშაკაცის — დაპირისპირებით ავტორი ხაზს უსვამს მათ თანასწორუფლებიანობას სიყვარულში.
“ლეილი და მაჯნუნის” სიუჟეტი ძველ არაბულ ლეგენდაზეა დაფუძნებული და ასახავს ლეილისა და მაჯნუნის უბედური სიყვარულის ამბავს. ეს პოემა მიიჩნევა ლეგენდის პირველ ლიტერატურულად დამუშავებულ ვერსიად.
ნიზამის “ხუთი საგანძურის” დანარჩენი სამი ნაწარმოები, შესაძლოა, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია მათი სირთულის, სამეცნიერო და ფილოსოფიური ტერმინებისა და არაბული ფრაზეოლოგიის გამოყენების გამო, მაგრამ ეს არ აკნინებს მათ მხატვრულ ღირებულებას.
„საიდუმლოებათა საგანძური“ ოცი დიდაქტიკური ხასიათის, სიუჟეტურად დაუკავშირებელი საუბრისგან შედგება, ამიტომ მას პირობითად შეიძლება პოემა ეწოდოს. თხზულების მთავარი ამოცანაა ავტორის ფილოსოფიურ–რელიგიური შეხედულებების მხატვრული ფორმით გადმოცემა.
ნიზამი განჯელის რიგით მეოთხე პოემაა „შვიდი მზეთუნახავი" (ჰაფთ ფეიქარ), ასევე ცნობილი როგორც „ბაჰრამ ნამე“ და „ჰაფთ გონბად“. „შვიდ მზეთუნახავში“ მოთხრობილია ბაჰრამ გურის ცხოვრება. პოემის თითქმის ნახევარს შეადგენს ბაჰრამის შვიდი ცოლის — შვიდი პრინცესას — მონათხრობი. ისინი ცხოვრობენ შვიდ განსხვავებულ სასახლეში, რომელთაგან თითოეული თავის უნიკალურ სამყაროს წარმოადგენს. ძველი მითოლოგიის მიხედვით, ყოველი სასახლე ერთ-ერთ პლანეტას და კვირის კონკრეტულ დღეს შეესაბამება და შესაბამისი ფერით გამოირჩევა.
ნიზამი განჯელის შემოქმედებაში პოემა „ისქანდერნამე“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. იგი შედგება ორი ნაწილისგან — „დიდების წიგნისა“ და „ბედნიერების წიგნისგან“. ნაწარმოები მოიცავს დაახლოებით 1500 ბეითს. არსებული ცნობების მიხედვით, ნიზამიმ პოემა ავადმყოფობის, სიბერისა და ფიზიკური სისუსტის პერიოდში შექმნა. ნაწარმოების სათაური სიტყვასიტყვით ნიშნავს „ალექსანდრეს წიგნს“ და წარმოადგენს ავტორის მიერ ისქანდერის — ალექსანდრე მაკედონელის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ისტორიული წყაროსა და ლეგენდარული მასალის შემოქმედებით ინტერპრეტაციას.
ნიზამის ხამსეს მიბაძვა
ნიზამი განჯევის შემოქმედებას დიდი რეზონანსი ჰქონდა აღმოსავლურ ლიტერატურაში. მისი პოემების მიბაძვით შეიქმნა ათეულობით იმავე სახელწოდების თხზულება. გავლენა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასაც გადაწვდა.
ნიზამი განჯევის შემოქმედებას დიდი რეზონანსი ჰქონდა აღმოსავლურ ლიტერატურაში. მისი პოემების მიბაძვით შეიქმნა ათეულობით იმავე სახელწოდების თხზულება. ნიზამის მიმბაძველებში შეიძლება დავასახელოთ ისეთი ცნობილი სპარსულენოვანი პოეტები როგრებიც არიან ხოსროვ დეჰლევი, ხაჯუ ქერმანი, აბდ ორ-რაჰმან ჯამი და სხვ.
ნიზამის შემოქმედების გავლენა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასაც გადაწვდა. მისი "ხამსე" თარგმნილია მსოფლიოს სხვადსხვა ენაზე.
| სახელი | ნიზამი განჯელი |
| ქვეყანა | ირანი |
| შექმნის პერიოდი | XII ს. |
| მუშაობს | ხამსე: „საიდუმლოებათა საგანძური“, „ხოსროვ და შირინი“, „ლეილი და მაჯნუნი“, „შვიდი მზეთუნახავი“, „ისქანდერნამე“ |
| Yard period | |
| ტიპი |














შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: