13 აბანი მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

  • დაწყების თარიღი : Nov 4 2022
  • დასრულების თარიღი : Nov 4 2022
  • ადგილი : ირანი
13 აბანი მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

13 აბანი (4 ნოემბერი) ირანის ისლამური რესპუბლიკის კალენდარში მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ არის დასახელებული.

13 აბანი (4 ნოემბერი) ირანის ისლამური რესპუბლიკის კალენდარში მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ არის დასახელებული. ეს თარიღი ირანის უახლესი ისტორიის სამი მნიშვნელოვან თარიღს და მოვლენას აკავშირებს რომელებიც სამ სხვადასხვა პერიოდში მოხდა. ამიტომ ეს დღე ქვეყნის ისტორიაში ღირსსახსოვარ დღედ არის მიჩნეული.

1964 წლის 4 ნოემბერს შაჰის რეჟიმის აგენტებმა ყუმში დააპატიმრეს იმამ ხომეინი და შეერთებული შტატების ბრძანებით თურქეთში გადაასახლეს. 1978 წლის 4 ნოემბერს თეირანელმა სტუდენტებმა ირანის საშინაო საქმეებში შეერთებული შტატების ჩარევის გაპროტესტების მიზნით  მსვლელობა მოაწყვეს, მაგრამ შაჰის რეჟიმის ჯალათები თავს დაესხნენ მათ და სასტიკად გაუსწორდნენ. 1979 წლის 4 ნოემბერს, იმამ ხომეინის მომხრე სტუდენტები აშშ-ის საელჩოს შენობაში შეიჭრნენ და ამერიკელი ჯაშუშები მძევლად აიყვანეს. ამრიგად, ირანელი ხალხის ანტიამერიკულმა ბრძოლამ ახალი მასშტაბები შეიძინა. ამიტომ ისლამური საბჭოს წარმომადგენლებმა ამ დღეს „იმპერიალიზმის წინააღმდეგ ეროვნული ბრძოლის“ დღე უწოდეს.



შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: