შეიხ ბაჰაი
ვინ იყო შეიხ ბაჰაი?
შეიხ ბაჰაი, ისლამური სამყაროს დიდი მეცნიერი, დაიბადა 1546 წელს ბაალბექში, ლიბანში. 10 წლის ასაკში სეფიანი მეფის, შაჰ თაჰმაზ I-ის მიწვევით მამასთან, ეზედინ ჰოსეინ ამელისთან ერთად გაემგზავრა ირანში, წინაპრების სამშობლოში და დასახლდა ქალაქ ყაზვინში, სეფიანთა იმპერიის მაშინდელ დედაქალაქსა და შიიტი მუსლიმ მეცნიერთა ცენტრში. ყაზვინში შეიხ ბაჰაის გამორჩეული ინტელექტი მალევე შეამჩნიეს, მათ შორის ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ ეზზედინ ჰოსეინ ამელი, აბდულა იბნ შაჰაბუდდინ ჰოსეინ იაზდი, მოულანა აფზალ ყაიენი, ჰაქიმ ემადედინ მაჰმუდი, აბი ალ-თიფ მოყადასი და მოლა მუჰამედ ბაყერ იაზდი. შეიხ ბაჰაი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეცნიერი და მოღვაწე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეგზეგეტიკა, იურისპრუდენცია და მისი პრინციპები, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, თეოლოგია, მათემატიკა, მედიცინა და ა.შ. შაჰ აბას I-ის მეფობის დროს ირანის დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაჰანში გადაიტანეს. ფილოსოფიის, ლოგიკის, ასტრონომიისა და მათემატიკის ღრმა ცოდნის წყალობით შეიხ ბაჰაიმ განსაკუთრებული პატივისცემა და სიახლოვე მოიპოვა სამეფო კარზე. 1576 წელს მამის გარდაიცვალებისა და ისპაჰანის შეიხ-ულ-ისლამის თანამდებობა მიღების შემდეგ, შეიხ ბაჰაის დაეკისრა პასუხისმგებლობა რელიგიური საკითხების გადაჭრაზე. განწავლულობა არქიტექტურასა და ინჟინერიაში, დაეხმარა მას აეშენებინა ისეთი გენიალური ნაგებობები, როგორებიცაა იმამის მეჩეთი ისპაჰანში, ნაჯაფის გალავანი, მზის საათი იმამის მეჩეთის დასავლეთით, დაეყო და გაენაწილებინა მდინარე ზაიანდერუდის წყალი ქალაქის უბნებში, ზუსტად განესაზღვრა ყიბლას მიმართულება იმამის მეჩეთში.
შეიხ ბაჰაის დიდი სამეცნიერო მემკვიდრეობიდან (95-ზე მეტი წიგნი), ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ენციკლოპედიური ტრაქტატი "Kashkul-e Sheikh Baha'i" (შეიხ ბაჰაის ქაშქული). ის ასევე იყო ნიჭიერი პოეტი, მისი სპარსული ლექსები ძირითადად მოიცავს მასნავებს, ღაზლებს და რობაიებს. თხზავდა ყაზალებს ფახრ ედ-დინ ერაყის და ჰაფეზის სტილში, რობაიებს აბუ საიდის და ანსარის მიბაძვით. მისი პოეზიის საერთო მახასიათებელია ასკეტიზმი და მისტიკა. შეიხ ბაჰაიმ მრავალი მოწაფე აღზარდა, რომელთაგან თითოეულმა დიდი სამსახური გაუწია ისლამურ სამყაროს. შეიხ ბაჰაის ყველაზე ცნობილ მოწაფეებს შორის არიან მოლა სადრა, მოჰამად თაყი მაჯლესი, მოჰაყეყ საბზევარი და სეიედ მირზა რაფიედდინ მუჰამედ ბინ ჰეიდარ ჰოსეინი თაბათაბაი ნაინი.
ლიტერატურული მოღვაწეობა
შეიხ ბაჰაის კალამს ეკუთვნის არაერთი ლექსი სპარსულ და არაბულ ენებზე, მათი უმეტესობა შესულია "ქაშქულის წიგნში" და მისტიკური და სუფიური ხასიათისაა. სპარსულ ენაზე შექმნილი მისი ლექსების კრებული, მათ შორის ღაზალები, მესნევები (პური და ჰალვა, რძე და შაქარი, პური და ყველი), ყითები, რობაიები და მუხამასები გამოქვეყნდა საიდ ნაფისის მიერ 103 გვერდზე, პირველად 1937 წელს. არაბულ ენაზე დაწერილი მისი ლექსები პირველად შეიხ ჰარ ამილის ვაჟმა შეიხ მუჰამედ რეზამ შეკრიბა და სრულად გამოაქვეყნა. ბაჰაის ყველაზე ცნობილი არაბული სამოცდასამ ბეითიანი ლექსია ოდა, სათაურით Wasila Al-Fawz wa Al-Aman fi Madh Sahib al-Zaman", ყველაზე პოპულარული სპარსულენოვანი პროზაული ნაწარმოებია "თაგვისა და კატის ამბავი", სადაც ალეგორიული ხერხით ეხება რამდენიმე მისტიკურ და სუფიურ საკითხს.
გარდაცვალება
შეიხი ბაჰაი გარდაიცვალა 1622 წელს, ისპაჰანში. დაკრძალულია იმამ რეზას სალოცავის გვერდით. ირანის ეროვნული კალენდრის მიხედვით, 23 აპრილს აღინიშნება შეიხ ბაჰაის ხსენების დღე. შეიხ ბაჰაის გარდაცვალების 400 წლისთავთან დაკავშირებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინადადებით, ამ დიდი მეცნიერის სახელი იუნესკოში დარეგისტრირდა.
სახელი | შეიხ ბაჰაი |
ქვეყანა | ირანი |
მეტსახელი | შეიხ ბაჰაი |
შექმნის პერიოდი | XVI -XVII ss. |
Yard period | the past |
ტიპი | Academic |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: